Toshio Yoshida პირველი სოლო გამოფენა ამერიკაში

 დილითვე გადავწყვიტე, დღეს ჩელსიში მივდივარ, რომელიმე საინტერესო გამოფენაზე მინდა გიამბოთ.ნიუ იორკის მეტროში როგორც წესი მხიარულებაა. ყველა სადგურზე ახალ-ახალი მომღერალი ამოდის ;  ლათინოამერიკული ტემპერამენტიანი ჰანგები, ჰარლემელმა რეპერებმა შეცვალეს. რეპის შემდეგ საინტერესო  ფრანგული წყვილი იყო, საქორწილოდ მორთული, საკუთარ ქორწილში მეტროთი მიმავალი. როგორც იქნა გადავიარე ასორმოცდაათი ქუჩა და მივედი იქ სადაც ხშირად უნდა იარო, თუკი   თანამედროვე ხელოვნების მაჯისცემას მოსმენა გსურს. მანჰეტენის პრესტიჟულ რაიონში ერთად  ასეულებით გალერეა  არის თავმოყრილი.

Gagosian Gallery, David Zwirner, The Pace Gallery, Greene Naftali, Luhring Augustine, Tanya Bonakdar Gallery, Paul Kasmin Gallery და მსოფლიოს სხვა ყველაზე დიდი და ცნობილი გალერეები, ყველაზე გაყიდვადი არტისტები და მათ გარშემო ატეხილი ვნებათაღელვები, შენს თვალწინ  გადაიშლება. ჩელსიში მოხვედრა ყველა არტისტის ოცნებაა, თუმცა ზოგიერთი  სამწუხაროს ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ახერხებს.

ხშირად მეკითხებიან- როგორ ფიქრობ, ხელოვნების რომელი მიმართულებაა ნიუ იორკში ყველაზე პრესტიჟული? რა არის ყველაზე გაყიდვადი? ცხადია ამ თემაზე გადაჭრით საუბარი რთულია. მოგეხსენებათ ამერიკა ჭრელია, მოთხოვნაც განსხვავებული აქვთ. თუმცა საგრძნობლად შესამჩნევია რომ  აზია და  აზიური არტი, ამერიკის ხელოვნების ბაზრისთვის, ბოლო რამოდენიმე წელი ჰიტად არის ქცეული.

Toshio Yoshida

Fergus McCaffrey Gallery – ც რომელიც ჩელსიში ოცდამეექვსე ქუჩაზე მდებარეობს ხშირად ფენს აზიელ არტსიტებს. 27 აპრილიდან 24 ივნისი ჩათვლით გალერეა იაპონელ მხატვარს Toshio Yoshida(1928-1997) ს მასპინძლობს.  Toshio Yoshida with the first solo exhibition  of the artist’s work in the United State-  ასე აანონსებს Fergus McCaffrey Gallery ამ გამოფენას.  იაპონელი არტისტი, რომლისთვისაც ეს პირველი ამერიკული გამოფენაა დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის. გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ნამუშევარი, რომელიც შეიქმნა 1954-1983 წლებში.  გალერეაში სიჩუმეა… პირველი რაც თვალში მხვდება  ხის ფანერებია.

 

 

ეს ადრეული პერიოდის ნამუშევრებია, ხის ფანარებს ავტორი რკინით რჩილავდა და ანახშირებდა, გამოსახულების მისაღებად. საერთოდ იოშიდა ინოვატორი გახლდათ და მისი ნამუშევრები, სრულიად განსხვავებული მასალით არის შექმნილი.  ტილოებს ქმნიდა თითქმის ერთფეროვანი ასეულობით მძიმე მონასმით, იყენებდა სხვადასხვა განსხვავებულ მასალას

რაც ნამუშევრებს, განსხავავებულ და გამორჩეულ ეფექტს აძლევს.  შემდეგ დაბრაზში უკვა იოშიდას გვიანდელი პერიოდის არტია წარმოდგენილი, სადაც ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გამოსახულების სიმკვეთრეს არამატერიალური ფორმების კვლევას. სამოციანი წლების შემდეგ მანდ დაიწყო ნამუშევრებში ქაღალდის წებოს გამოყენება, შრეების მისაღებად,

ხოლო 1965 წლიდან – წრეების და ქაფის გამოყენება, როგორც ნახატებში ისე სკულპტურებში. ეს ნამუშევრები საშემსრულებლო მანერით, იმდენად განსხვავდება ადრეული ნამუშევრებისგან, რომ ვერც კი იფიქრებ თუ ერთი და იგივე ავტორის შექმნილია.

როგორც გალერეაში ამბობენ. გადაწყვეტილი აქვთ კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ იოშიდას შემოქმედებას და ცხოვრებას და 2019 წელს მსოფლიოს მისი ნამუშევრების კატალოგი წარუდგინონ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *