გაიცანით ქართველი დიზაინერები, რომელთა ნამუშევრებიც Coach ის კოლექციაში მოხვდა

ანა ქურციკიძე და ვანო ზაქაიძე( Van Zakk Leather, Ann Zakk Kurtsikidze)  Madatart ის  პირველი გამოფენის მონაწილეთაგან ყველაზე იღბლიანები აღმოჩდნენ . გამოფენის დასრულებისთანავე, ცნობილი ბრენდის Coach ის მთავარი დიზაინერი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ დაინტერესებული იყო Van Zakk(ვანო ზაქაიძის) ნამუშევრებით და მასთან შეხვედრა სურდა. შეთანხმება შედგა- Coach მა გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრების ნაწილი შეიძინა, ასევე ანას და ვანოს მისცეს სპეციალური შეკვეთაც და ეს კოლექცია სავარაუდოდ,  2018 წლი ნიუ იორკის ფეშენ ვიკზე იქნება წარმოდგენილი. ანაც და ვანოც პროფესიით არქიტექტორები არიან. თუმცა არქტიტექტურის პარალელურად მხატვრობა და ხელოვნება სულ იყო მათ ცხოვრებაში. ისინი ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანია საკუთარი სურვილით დატოვეს და ახალი კოლექციის შესაქმნელად თბილისში გაემგზავრნენ.

ვანო;

  • თბილისში ახალი კოლექციის შესაქმნელად წავედით. აქაური ცხოვრების რიტმი მშვიდი მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა. გავაკეთეთ ფოტოსესია, გადავიღეთ კლიპი. ვფიქრობ ეს პერიოდი ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.
  • .

ანა;

  • ნამდვილად ნაყოფიერი იყო. კოლექციის შექმნის პარალელურად, ოქრომჭედლობა და მინანქარზე მუშაობაც შევისწავლეთ. აქამდე ჩვენი ძირითადი სამუშაო მასალა ტყავი და ძვირფასი ქვები იყო. ახლა გვინდა, სხვადასხვა ტექნოლოგიების შერწყმა მოვახდინოთ, რომ ნამუშვრები კიდევ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გახდეს. მომდევნო კოლექციისთვის ტყავთან ერთად მინანქარს და ვერცხლსაც გამოვიყენებთ. ვფიქრობ საინტერესო გამოვა.

ვანო;

  • ახალ კოლექციაში, რომელსაც ჯადით გალერეში გამოვფენთ დამატებულია ჩანთები. რომელსაც ადრე არ ვქმნიდით, ტრადიცულად გვექნება საფულეები, ქამრები, ყელსაბამები და სამაჯურები. რამოდენიმე ჩანთა და სამაჯური თბილისშივე გაიყიდა. აგრეთვე  დავიწყეთ ქართული ორნამენტების გამოყენებაც, ვფიქრობ ეს ჩვენს ნამუშევრებს კიდევ უფრო დახვეწილს და თვითმყოფადს გახდის.
  • p.s. შეგახსენებთ რომ ვანოს და ანას ნამუშევრების ახალი კოლექცია 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მანჰეტენზე Jadite Galleries ში იქნება გამოფენილი.  ასე რომ თუ ნიუ იორკში ხართ, აუცილებლად გვესტუმრეთ გამოფენის გახსნაზე  30  მაისს და გაიცანით ეს არაჩვეულებრივი წყვილი და მათი ნამუშევრები.
  • მისამართი;
  • Jadite Galleries
  • Opening night; May 30/ 6-8 pm
    413 W 50th St, New York, NY 10019

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *