ქართველი მხატვარი, რომელიც Oscar de la Renta-ს და Carolina Herrera-ს კოლექციებზე მუშაობს!

ნინო ქურდაძე ემიგრანტი ქართველი მხატვარია,  Madatart ის გამოფენაში ის უკვე მეორე მონაწილეობს და მისი ნამუშევრები განსხვავებული სტილით და შესრულების მანერით გამოირჩევა. მხატვრობის გარდა, ნინო გახლავთ ვლად ნითვეარ-ის(Vlad knitwear )ქვეკონტრაქტორი და სხვადასხვა სეზონზე მუშაობს Oscar de la Renta, Carolina Herrera, Rosetta Getty, Hellessy ის კოლექციებზე, რომლებიც ხელით იქმნება.

რაც შეეხება ნახატებს, როგორც ნინო ამბობს მხატვრობა სულ იყო და იქნება  მის ცხოვრებაში;

ნინო;

  • ჩემი პირველი კავშირი ხელოვნებასთან, ბავშვობაში მოხდა, როცა ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის ილუსტრაციებს და მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმულ, ცნობილ იმპრესიონისტთა კატალოგს გავეცანი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, თუმცა ახლაც მახსოვს, ენერგეტიკულ დონეზე, რამხელა გავლენა მოახდინა ამან ჩემზე. რიტუალივით მქონდა- ეს ოთხი კატალოგი ყოველდღე უნდა დამეთვალიერებინა. ხატვაც ბავშვობიდან დავიწყე. პირველი რაც მახსოვს, ჩვენი ხის კარებები, რომლებსაც ბუნებრივად გაჩენილი რაღაც ფიგურების მონახაზები ეტყობოდა, მე ფანტაზიას ვაძლევდი გასაქანს და ამ ფიგურებს ჩემებურად ვასრულებდი.
  •  20 წლის ასაკიდან მხატვრობით უფრო სერიოზულად დავინტერესდი, თუმცა 90 იანი წლები დაემთხვა, სამხატვრო მასალის შეძენა მიჭირდა ხშირად ჩვეულებრივი პასტით ვხატავდი. ნელ-ნელა მომეწონა ეს ტექნიკა. სხვებთანაც მოწონებით სარგებლობდა, მალე საქართველოში კომპიუტერული ცენტრი გამაფორმებინეს, ოცამდე ნახატი დავუხატე. თუმცა, რაღაც პერიოდის მერე ამერიკაში წამოსვლამდე, ცენტრს საბუთებისთვის მივაკითხე და ვნახე რომ ნამუშევრებს ფერი ჰქონდა შეცვლილი. ამის შემდეგ უკვე დავიწყე ინფორმაციის მოძიება ტექნიკაზე და დავიწყე სპეციალური მასალას გამოყენება, რომ ასეთი სიურპრიზი აღარ განმეორებულიყო. ხატვისთვის სპეციალური გარემოს შექმნა არ მჭირდება. უბრალოდ დღეში თითქმის რვა საათი დიზაინერების კოლექციის შექმნაზე ვმუშაობ. დანარჩენ დროს ვხატავ ყველგან და ყოველთვის და ხელს ვერაფერი შემიშლის საკუთარი განცდები და ემოციები, ფურცელზე ან ტილოზე გადმოვიტანო.
  • ნინო ქურდაძის და მისი ნამუშევრების გასაცნობად გვესტუმრეთ მედეთარტის გამოფენაზე, რომელიც 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით Jadite Galleries ში გაიმართება.
  • Jadite Galleries
  • Opening night; May 30/ 6-8 pm
    413 W 50th St, New York, NY 10019

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *